„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში „ნიუკასლ იუნაიტედთან“ (2:0) საგოლე გადაცემა შეასრულა, ინგლისის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
მიმდინარე სეზონში 32 წლის სალაჰმა კლუბის შემადგენლობაში პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 25 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა (42 საგოლე მოქმედება). მანამდე ეგვიპტელმა საუკეთესო შედეგი ინგლისის ჩემპიონატში 2017/2018 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც 32 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯამში, სალაჰმა კლუბის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა.