„ლიონი“ „პარი სენ-ჟერმენს“ საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგაში (LFP) უჩივის და მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
წყაროს თანახმად, „ლიონის“ მფლობელი ჯონ ტექსტორი ამტკიცებს, რომ პსჟ-ს არ ჰქონდა უფლება კვარაცხელია ეთამაშებინა, რადგან „ნაპოლიდან“ მისი ტრანსფერი მხოლოდ იმ ფინანსური რესურსით შედგა, რომელიც საფრანგეთში აკრძალულია. კერძოდ, საუბარია უცხოური სუბსიდირების აკრძალვაზე და ლიონელები ლიგა 1-ის დებულების 556-ე და 560-ე მუხლებს იშველიებს.
თავის მხრივ, პსჟ-ც აპირებს „ლიონს“ უჩივლოს იმავე მიზეზით ტიაგო ალმადას თამაშთან დაკავშირებით... სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ლიონთან“ საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.