ფეხბურთი

2:21 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, პსჟ-მ 7:0 მოიგო და საფრანგეთის თასის ნახევარფინალშია

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალში სტუმრად მეოთხე დივიზიონის ბინადარი „ბრიოშინი“ 7:0 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 62-ე წუთამდე ითამაშა და მხოლოდ მოპოვებული პენალტით გამოირჩა, რომელიც 48-ე წუთზე გაბრიელ რამოშმა გაიტანა.

პსჟ-ს რიგებიდან რამოშმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ასევე გაიტანეს, ჟოაო ნევეშმა, დეზირ დუემ, სენი მაიულუმ და უსმან დემბელემ.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. პსჟ-ს მეტოქე ნახევარფინალში მოგვიანებით გაირკვევა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს პირველ მარტს, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ გამართავს.

0.138162