„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
პსჟ-ს შემტევი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ უკვე მეორედ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში ლიგა 1-ის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით.
კვარაცხელიამ „ლიონთან“ (3:2) შესანიშნავად ითამაშა, საგოლე პასიც მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე პსჟ-ს რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასია.