უნგრეთის თასის მერვედფინალში „უიპეშტმა“ „დოროგი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი გიორგი ბერიძემ გაიტანა.
ქართველმა შემტევმა მეოცე წუთზე თავით შეძლო მეტოქის კარის აღება და უნგრულ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი მიითვალა. გიორგი 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავით კობოური თადარიგში დარჩა.
„უიპეშტი“ მომდევნო მატჩს პირველ მარტს, მტკ-ს წინააღმდეგ უნგრეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართავს.