„ნაპოლის“ დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენის გაყიდვაზე მუშაობენ. ასევე, კომენტარი გააკეთა სკუდეტოსთვის ბრძოლაზე:
„ვიქტორი სასურველი ფეხბურთელია, მას აქვს გამოსასყიდი პუნქტი, როგორც ვიცით და ვმუშაობთ, გამოსავლის პოვნაზე უმოკლეს დროში, რათა არ მოხდეს ზუსტად ის, რაც გასულ წელს მოხდა.
სკუდეტო? რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. კმაყოფილი ვართ იმით, რაც გავაკეთეთ და შეგვიძლია ოცნება რეალობა გახდეს, მაგრამ ობიექტურად რეალისტები უნდა ვიყოთ“, - თქვა მანამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი სეზონის ბოლომდე „გალათასარაიში“ ჰყავს განათხოვრებული, მაგრამ ნიგერიელს ზაფხულში იტალიური კლუბის საბოლოოდ დატოვება მოუწევს.