ფეხბურთი

22:01 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი მანა კვარაზე: "ლიდერის დაკარგვა ადვილი არაა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა სეზონის მიმდინარეობისას სინანულის გრძნობას ტოვებს, მაგრამ ამავდროულად ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგეს.

„რასაკვირველია, ტოვებს სინანულის განცდას, სეზონის მიმდინარეობისას ტოპფეხბურთელის დაკარგვა ადვილი არასდროსაა. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ კიდეც. ამ სიტუაციამ მასწავლა, რომ მზად უნდა ვიყო იმის გამოსასწორებლადაც, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ“, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში 70 მილიონ ევროდ გაყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.111757