ფეხბურთი

20:38 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაკედა: "მანჩესტერში" თამაში შემიძლია"

„ასტერას ტრიპოლისის“ თავდამსხმელმა ფედერიკო მაკედამ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში შეუძლია.

33 წლის იტალიელი კლუბს კარგად იცნობს და დარწმუნებულია, რომ ამ თამაშში შეუძლია.

„ვფიქრობ, შემიძლია „მანჩესტერში“ თამაში. ამ კლუბში თამაში მისი ისტორიიდან გამომდინარე, ადვილი არ არის, მაგრამ მაინც შემიძლია ჩემი სათქმელის თქმა. მომწონს ზირკზე და ჰოილუნი, მაგრამ კლუბი ზეწოლის ქვეშაა. ეს ნებისმიერისთვის რთული იქნებოდა, თუნდაც, ლევანდოვსკისთვის. ამის მიუხედავად, ჩემს თავს „მანჩესტერში“ კარგად ვხდეავ, თუ ამორიმს დავჭირდები, აქ ვარ, რატომაც არა“, - თქვა მაკედამ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო მაკედა „მანჩესტერის“ აღზრდილია, სადაც 36 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შემდეგ იტალიელმა მოლოდინი ვერ გაამართლა, ძალიან ბევრ კლუბში ითამაშა - „სამპდორიაში“, ქპრ-ში, „შტუტგარტში“, „დონკასტერში“, „ბირმინგემში“, „კარდიფში“, „ნოტინგემში“, „ნოვარაში“, „პანათინაიკოსში“, „ანკარაგუჯუშუ“, „აპოელსა“ და „ასტერას ტრიპოლისში“.

0.125764