ფეხბურთი

18:14 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პანდევი: "სიმართლე ვთქვათ, "ნაპოლიმ" საკვანძო ფეხბურთელი გაყიდა, კვარას თამაშების მოგება მარტო შეეძლო"

ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. ჩრდილომაკედონიელს „აძურიში“ უთამაშია და კლუბს კარგად იცნობს.

როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა „ნაპოლისთვის“ ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან მას მატჩების მოგება მარტოს შეეძლო:

„ნაპოლიში“ გამარჯვებული მენტალიტეტის მწვრთნელი მივიდა, როგორიც კონტეა, რომელსაც ძლიერი ხასიათი აქვს დ სამწუხაროა, რომ გუნდში ამდენი ტრავმები. შემდეგ მათ გაყიდეს ისეთი საკვანძო ფეხბურთელი, როგორიც კვარა იყო, რომელსაც განსხვავების შექმნა შეეძლო. სიმართლე ვთქვათ: კვარას შეეძლო მატჩები მარტო მოეგო. ვფიქრობდი, რომ სატრანსფერო ბაზარზე გუნდი გაძლიერდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, წლებია კლუბს სხვა გეზი აქვს აღებული. მართალია, „ნაპოლის“ მცირე ჩავარდნა აქვს, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც გამარჯვებას მიჩვეულია და იცის რა უნდათ“, - თქვა პანდევმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ინტერს“.

0.114578