„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი სეზონის საწყის ეტაპზე ჩემპიონობა არ ყოფილა, მაგრამ ახლა, რადგან შანსი აქვთ, სურთ, რომ ბოლომდე იბრძოლონ.
სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა ჩვენი საწყისი მიზანი არ იყო, მაგრამ გუნდმა აჩვენა დიდი უნარი ამ პოზიციის მისაღწევად. ახლა გვინდა მისი შენარჩუნება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საფუძველს ვუყრით მნიშვნელოვან მომავალს და უნდა ვიამაყოთ იმ გზით, რაც აქამდე გავიარეთ.
„ინტერთან“ თამაშს ვნებით და მოტივაციით უნდა მივუდგეთ. დავიმსახურეთ ამ დონის მატჩის თამაში და ვერაფერი წაშლის იმას, რაც აქამდე გავაკეთეთ“, - თქვა მანამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მეორე ადგილზეა და ერთადერთი ქულით ჩამორჩენა „ინტერს“, რომელსაც პირველ მარტს უმასპინძლებს.