ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში "ბეტისი" სტუმრად "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ანტონიმ წითელი ბარათი მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბეტისმა" ბრაზილიელის წითელი ბარათი გაასაჩივრა, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს საჩივარი დააკმაყოფილა და წითელი ბარათი გაუქმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტონი მომდევნო ტურის მატჩში "რეალის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ანტონი იჯარის წესით "ბეტისს" იანვარში შეუერთდა, მან 4 მატჩის ჩატარება მოასწრო და 2 გოლის და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.