იტალიური "ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას განიხილავს.
როგორც გამოცემა talksport-ი იტყობინება იტალიელები მანჩესტერ "იუნაიტედის" 22 წლის ფორვარდით რასმუს ჰოილუნდით არიან დაინტერესებულნი. წყაროს თქმით მიუხედავად ფეხბურთელის ღირებულებისა "ნაპოლის" ხელმძრვანელობას სჯერა, რომ 22 წლის დანიელი ფეხბურთელის შეძენას გაცილებით დაბალ თანხად შეძლებენ.
რასმუს ჰოილუნდი "მანჩესტერს" 2023 წელს შეუერთდა, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.