ბერძნული "პანსერაიკოსის" ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შეიცვალოს.
როგორც ბერძნულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, 25 წლის მეკარით "პაოკია" დაინტერესებული და მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებულია.
მიუხედავად "პანსერაიკოსის" ცუდი თამაშისა, ლუკა მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება და სხვა კლუბების ინტერესთა ფეროში მოექცა. მას მიმდინარე საბერძნეთის ჩემპიონატში 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 4-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ლუკა გუგეშაშვილი "პანსერაიკოსის" ღირსებას 2024 წლის ზაფხულიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.