ფეხბურთი

14:10 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ტონალი:"ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 17-18 წლის ვიყავი"

"ნიუკასლის" 24 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სანდრო ტონალიმ La Repubblica-თან მისთვის მძიმე საკითხზე ისაუბრა. იტალიელის განცხადებით ეს ყველაზე რთული მომენტი იყო მის ცხოვრებაში.

"ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 17-18 წლის ვიყავი.ჩემი ცხოვრების წესი ძალიან უარყოფითი იყო, რის გამოც ყველასგან განცალკევებით ვიყავი, მათთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა, ვისთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი და მიყვარდა.ასე ვიყავი როგორც მოედანზე, ისე სახლში ოჯახის წევრებთან. საბედნიეროდ დღეს ყველაფერი კარგადაა."

"თავდაპირველად ეს მხოლოდ უბრალო გართობა იყო, თუმცა შემდეგ ჩემს ცხოვრების წესად იქცა, ვხარჯავდი უამრავ დროს და ენერგიას. ამ ყველაფერს ხელი იმანაც შეუწყო, რომ ეს ონლაინ შეგეძლო გეკეთებინა.ამ ყველაფრის გამო საკუთარ თავში ჩავიკეტე."

"როდესაც ადამიანები მსგავს სიტუაციაში ვარდებიან, ძნელია ჰკითხო, ავად არის თუ არა. ისინი ყოველთვის იტყვიან უარს. მაშინაც კი, თუ ისინი გრძნობენ, რომ ეს ასე არ არის. მათ არ შეუძლიათ იფიქრონ, რომ მათ აქვთ ეს პრობლემა, ამიტომ ისინი მიდრეკილნი არიან დამალონ ეს ყოველივე.”

"ამ ამბის გასაჯაროებიდან პირველი ორი თვეში ყველას დავშორდი და ურთიერთობა გამიფუჭდა. თუმცა შემდეგ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, ყოველ დღე ვარჯიშობდი, ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული იყო და ამ დროს მივხვდი, დანაშაულს და ამ ყველაფრის შესაცვლელად რა იყო საჭირო. ახლა ყველაფერი კარგადაა და თავს შესანიშნავად ვგრძნობ."

შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალის 2023 წელს ბრალად ფსონების განთავსება წარუდგინეს, რის გამოც იტალიელ ფეხბურთელს 10 თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

0.104199