ფეხბურთი

13:30 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქობულაძე კარიერას "იბერია 1999"-ში გააგრძელებს

28 წლის მარჯვენა მცველი გიორგი ქობულაძე საფეხბურთო კარიერას "იბერია 1999"-ში გააგრძელებს. ამის შესახებ საქართველოს ჩემპიონის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო.

ქობულაძე ბოლოს ყაზახურ "კაისარი ყიზილორდაში" თამაშობდა. მანამდე კი ქუთაისის "ტორპედოს", "გაგრას" და უკრაინული "ინჰულეცის" ღირსებას იცავდა.

ქობულაძე "კაისარი ყიზილორდაში" ერთი სეზონი გაატარა და 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშება 28 თებერვალს აიღებს სტარტს, სადაც ახალი სეზონის გამხსნელი მატჩი "იბერია 1999"-ის და "თელავის" შეხვედრა იქნება.

0.130104