ფეხბურთი

11:12 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის მორიგი ლამაზი გოლი და "ინტერ მაიამი" კონკაფის მერვედფინალში ითამაშებს (+VIDEO)

კონკაფის ჩემპიონთა თასის 1/16 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ინტერ მაიამიმ" საკუთარ მოედანზე "სპორტინგ კანზა სიტის" უმასპინძლა, მეტოქე დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და გოლის გატანაც მე-19 წუთზე მოახერხეს, თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა, რომელმაც ლუის სუარესის პასის შემდეგ ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე და მესამე გოლების გატანა "მაიამიმ" პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მოახერხა, ჯერ თავი ტადეო ალიენდემ გამოიჩინა, შემდეგ, კი თავისი გოლის გატანა ლუის სუარესმაც მოახერხა. მეორე ნახევარში სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

კონკაფის ჩემპიონთა თასის მერვედფინალში "ინტერ მაიამის" მეტოქე იამაიკის "კავალიერსი" იქნება. შეხვედრა 13 მარტს გაიმართება.


0.124439