ფეხბურთი

10:32 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსე ფლიკი:"იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მაინც კმაყოფილი"

ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" გულშემატკივარს სანახაობრივი მატჩი აჩუქეს. შეხვედრა ფრედ 4:4 (ვიდეო მიმოხილვა) დასრულდა და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება.

შეხვედრის შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსე ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, საწყის წუთებში ორი გოლი გავუშვით, თუმცა დაბრუნება მაინც მოვახერხეთ. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მაინც კმაყოფილი. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ და ბევრ შეცდომებს ვუშვებთ, რის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ, შეგვეძლო თამაშის მოგება და ამისთვის საკმარისი მომენტებიც შევქმენით. უბრალოდ არ შეიძლება, როდესაც 4 გოლს უშვებ, რაღაც მომენტებში ფეხბურთელები კოცენტრაციას კარგავდნენ და ატლეტიკომ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე მეტროპოლიტანოზე." - განაცხადა ფლიკმა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 2 აპრილს, მადრიდში გაიმართება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს „სოსიედადი“ და „რეალი“ შეხვდებიან.

0.11411