კალათბურთი

9:32 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" "კლივლენდთან" განადგურდა, ბითაძემ 7 წუთი ითამაშა

გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრაში "კლივლენდ კავალიერს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 82:122 განადგურდა.

ქართველ კალათბურთელს დღევანდელ შეხვედრაში სათამაშოდ მხოლოდ 7 წუთი დაუთმეს, რა დროშიც გოგამ 1 ქულას, 1 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 29 მოგება და 31 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს გოგას გუნდი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ 28 თებერვალს გამართავს.

0.12208