იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერმა“ რომის „ლაციო“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
სიმონე ინძაგის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს მარკო არნაუტოვიჩმა დააწინაურა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა. 77-ე წუთზე მილანელთა უპირატესობა ორამდე ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტით გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. მეოთხედფინალური ეტაპი დღეს, „იუვენტუსი“ – „ემპოლის“ მატჩით დასრულდება, რომლის გამარჯვებული ნახევარფინალში „ბოლონიას“ შეხვდება.