ფეხბურთი

1:34 | 26.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის გოლი ბოსნიის თასზე (+VIDEO)

ბოსნიის თასის მეოთხედფინალში „სარაევო“ საკუთარ მოედანზე „ჟრინსკის“ დაუპირისპირდა და გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა.

„სარაევო“ აგებდა, მაგრამ 68-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც გუნდს კაპიტნობდა, დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. ეს პირველი მატჩი იყო, ნახევარფინალისტის ვინაობა საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა.

გიორგი გულიაშვილს მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი, 12 ჩემპიონატში, 3 თასზე და 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

0.120151