20 წლის ბრაზილიელმა შემტევმა რაფაელ ლიმამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ლიმა რამდენიმე კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „ტორპედოს“ ესპანურ შეკრებაზეც ახლდა, სადაც ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ბოლოს მშობლიური ქვეყნის, კლუბ „ვოტუპორანგუენსეს“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი ლიმასოლის „აელში“ (კვიპროსი) თამაშობდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.