„ნაპოლის“ „ინტერთან“ გარდამტეხი მატჩის წინ გუნდის ლიდერი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა გამოაკლდა.
კამერუნელ ნახევარმცველს კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც 3-4 კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. ეს ანტონიო კონტეს გუნდისთვის დიდი დანაკლისია, რადგან ანგისას კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს.
მიმდინარე სეზონში ანგისამ სერია A-ში 26 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.