ფეხბურთი

17:56 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძემ შესაძლოა "უოტფორდის" უახლოესი მატჩი გამოტოვოს

„უოტფორდის“ ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაში ჩემპიონშიფის უახლოეს ტურში საეჭვოა.

ქართველმა ფეხბურთელმა „ლუთონთან“ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. როგორც მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ აღნიშნა, ჯერ უცნობია ითამაშებს თუ არა, მომდევნო მატჩში:

„გიორგის კუნთების დაჭიმულობა აქვს. კებენს, ლარუჩის, მორისსაც პრობლემა აქვთ. ყველა მათგანი შეიძლება იყოს შაბათის მატჩში ან არ იყოს, უნდა დავაკვირდეთ მათ მდგომარეობას“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.

„უოტფორდი“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ მარტს, „სტოკ სიტის“ ესტუმრება.

0.122726