სტამბოლის „გალათასარაის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ არ იცის, ზაფხულში კარიერას სად გააგრძელებს, მაგრამ ამჟამად თურქულ კლუბში ძალიან ბედნიერია.
„ჩემი მომავლის შესახებ ახლა არაფერი ვიცი. რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „გალათასარაიში“ გადავიდოდი და შემდეგ ბევრი იმასაც ფიქრობდა, რომ იანვარში წავიდოდი. მე აწმყოთი ვცხოვრობ. არ ვიცი, ზაფხულში რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მიყვარს ეს გულშემატკივრები, ეს კლუბი, პრეზიდენტი, შტაბი, ყველა, ვინც „გალათასარაისთან“ ასოცირდება. ჩემთვის ნამდვილად პრივილეგიაა აქ თამაში და ამ გამოცდილებით სიამოვნებას ვიღებ“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაიში“ „ნაპოლიდან“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 20 გოლით გამოირჩა, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მას იტალიურ კლუბში დაბრუნება მოუწევს, მაგრამ დიდი ალბათობით, ზაფხულში "ნაპოლი" გაყიდის და ნიგერიელიც კარიერას სხვაგან გააგრძელებს.