ფეხბურთი

16:17 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

AS: მამარდაშვილი მიწიერი მეკარე გახდა, მალე შეიძლება მისი ადგილი დიმიტრიევსკიმ დაიკავოს

ესპანურ მედიაში გიორგი მამარდაშვილს ცუდ სათამაშო ფორმაზე წერენ. მაგალითად,მ ცნობილი გამოცემა AS-ი არ გამორიცხავს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში „ვალენსიაში“ ძირითად შემადგენლობაში გიორგის ადგილი სტოლე დიმიტრიევსკიმ დაიკავოს.

„ის, რაც რამდენიმე თვის წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა რეალობაა. „ვალენსიაში“ მეკარის პოზიციაზე ეჭვები გაჩნდა. „სასწაული“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მიწიერი გახდა. ბოლო თამაშებში ვნახეთ შეცდომები, რომლებსაც ადრე არ უშვებდა. „სევილიასთან“ „ვალენსიამ“ ორი ქულა დაკარგა გიორგის აშკარა შეცდომის გამო, „ვილიარეალის“ გოლში, „ატლეტიკოს“ ბოლო ორ გოლშიც შეეძლო მეტი გაეკეთებინა. მის სასარგებლოდ არც სტატისტიკა მეტყველებს, ცოტა ხნის წინ სეივებით ლა ლიგაში ბოლო ადგილზე იყო.

მამარდაშვილს ლა ლიგაში 13 თამაში დარჩა. როგორც კი, ლა ლიგის სეზონის დასრულდება, მისთვის ესპანური კარიერა დასრულდება. „ლივერპულში“ გაიყიდა და მომდევნო სეზონს „წითლებში“ დაიწყებს. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ის ყველაფერს არ გააკეთებს „ვალენსიას“ გადასარჩენად, რადგან ძალიან მიჯაჭვული იყო ვალენსიურ კლუბზე და პროფესიონალია, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ მომავალ სეზონში „ვალენსიას“ მთავარი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი იქნება და მწვრთნელიც იგივე იქნება.

კარლოს კორბერანისთვის მამარდაშვილი ახლაც „ვალენსიას“ პირველი მეკარეა, მაგრამ ამ დროისთვის გამორიცხული არაა, რომ სეზონის ბოლომდე ის ძირითადი შემადგენლობიდან დიმიტრიევსკიმ ამოაგდოს. ჩრდილომაკედონიელი მეკარე უკეთ თამაშს ფეხით და ასევე, უკეთ ერგება კორბერანის თამაშის სტილს. ბურთი ახლა კორბერანის მოედანზე, ბოლო 13 თამაში მეკარისთვის, რომელიც აუღებელ ბურთებს ვეღარ იგერიებს“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ვალენსია“ ძალიან ცუდად თამაშობს და ამ დროისთვის მე-18 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 5-ჯერ შეინახა კარი მშრალად და 35 გოლი გაუშვა.

0.112472