მაიამის „ინტერისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი „ბარსელონაში" უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ამის შესახებ ჟურნალისტმა ალექს კანდალმა დაწერა სოციალურ ქსელებში. ადრე მან, პირველმა მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია მესის „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შესახებ.
წყაროს ცნობით, მესი არ აპირებს კარიერის დასრულებას განახლებულ „კამპ ნოუზე“ თამაშის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ მესი მაიამის „ინტერს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. ფეხბურთელის მოქმედი შრომითი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.
კარიერის განმავლობაში ფეხბურთელმა 778 მატჩი ჩაატარა, 672 ბურთი გაიტანა და 303 საგოლე გადაცემა შეასრულა.