მილანის „ინტერი“ „რომას“ უკრაინელი ფორვარდის, არტიომ დოვბიკის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს - გვამცნობს Tuttomercatoweb.
პსჟ მილანელთა ფორვარდის მარკუს ტურამის შეძენას ცდილობს, ამიტომ კლუბი მის შემცვლელის პოვნას ეძებს, თუმცა ფეხბურთელის გაშვება არ სურთ.
განიხილება „ლილის“ ჯონათან დევიდისა და „ნიუკასლის“ ალექსანდერ ისაკის კანდიდატურებიც, მაგრამ ისინი შეიძლება ზედმეტად ძვირები იყვნენ, ამიტომ ფრანჩესკო ესპოზიტო („სპეცია“), ნიკო პასი („კომო“) და სანტიაგო კასტროც („ბოლონია“) ასევე მოიაზრებიან სავარაუდო ვარიანტებად.
თუმცა, ბოლო დროს კლუბი სულ უფრო ხშირად ახსენებს არტიომ დოვბიკის გვარს. „ინტერი" და „რომა" დავიდე ფრატეზის ტრანსფერთან დაკავშირებით მალე შეხვდებიან და შესაძლოა, ამ მოლაპარაკებებზე უკრაინელის ტრანსფერიც განიხილონ.
მიმდინარე სეზონში დოვბიკმა 33 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.