„მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ისაუბრა უახლოეს მომავალში თავის გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ ენატრება ყოფილი გუნდი.
„უკვე გადავწყვიტე, რომ 1 ივლისამდე, რაც ახალი სეზონის დასაწყისია, არანაირ სამსახურს არ ვიღებ... ერთადერთი, რაც მენატრება, არის „ოლდ ტრაფორდი". ჩვენ ბევრი წარმატება გვქონდა მანჩესტერში, მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობ, ყოველთვის არის გაუმჯობესების შესაძლებლობა“, - განუცხადა ტენ ჰაგმა SEG Stories-ს.
შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შარშან 28 ოქტომბერს დატოვა, ის რუბენ ამორიმმა ჩაანაცვლა. 26 ტურის შემდეგ „წითელი ეშმაკები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე არიან.