ფეხბურთი

12:24 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„სანტოსის“ პრეზიდენტი: „ნეიმარის მოსვლით მეტი გულშემატკივარი გაგვიჩნდა“

„სანტოსის“ პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ გამოთქვა რწმენა, რომ ნეიმარი, რომელიც ახლახან დაბრუნდა გუნდში საუდის არაბეთის „ალ-ჰილალიდან“, კლუბში დარჩება მინიმუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.

„ნეიმარის მოსვლით ჩვენ უფრო მეტი გულშემატკივარი გაგვიჩნდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ყველაფერი, რაც ტექნიკურ და ფინანსურ ასპექტებს უკავშირდება. ყველა ფინანსურ ასპექტს გავითვალიწინებთ, თუნდაც ისინი აღემატებოდეს ჩვენს წინა შეფასებებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, ეს პარტნიორობა გაგრძელდება და გაფართოვდება მომავალი წლის მსოფლიო თასამდე“, - ციტირებს ტეიშეირას სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარს ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა ბრაზილიაში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

0.117084