ფეხბურთი

11:50 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა

„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ (2:0) გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. ეგვიპტელისთვის ეს გოლი „ლივერპულში“ 241-ე გახლდათ.

ახლა ის გაუთანაბრდა გორდონ ჰოჯსონს, რომელთანაც ახლა მესამე ადგილს იზიარებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.

მხოლოდ როჯერ ჰანტმა (285 გოლი) და იან რაშმა (346) გაიტანეს მეტი მერსისაიდელებისთვის.

ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:

  1. იან რაში - 346 გოლი

  1. როჯერ ჰანტი - 285

3-4. გორდონ ჰოჯსონი - 241

3-4. მოჰამედ სალაჰი - 241

  1. ბილი ლიდელი - 228

  1. სტივენ ჯერარდი - 186

  1. რობი ფაულერი - 183

  1. კენი დალგლიში - 172

  1. მაიკლ ოუენი - 158

  1. ჰარი ჩემბერსი - 151

შეგახსენებთ, რომ სალაჰს ჯერ არ გაუგრძელებია „ლივერპულთან“ კონტრაქტი, რომელიც ზაფხულში ეწურება.

0.115721