ფეხბურთი

11:09 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოიზ კინი „ვერონასთან“ კოლაფსის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს

„ფიორენტინას“ თავდამსხმელი მოიზ კინი საავადმყოფოდან გაწერეს მას შემდეგ, რაც მან იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ვერონასთან“ მატჩის დროს (0:1) გონება დაკარგა. ამის შესახებ კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება.

„მოიზ კინი ღამით ვერონას საავადმყოფოდან გაწერეს და ფლორენციაში დაბრუნდა. ყველა კლინიკურმა და დიაგნოსტიკურმა ტესტმა უარყოფითი შედეგი გამოიღო", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.140418