ფეხბურთი

1:54 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდოა"

„ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მისთვის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდოა.

„ყველას შეუძლია ის თქვას, რაც სურს. თუ კრიშტიანუ ფიქრობს, რომ ისტორიაში საუკეთესოა, ეს მისი აზრია. ჩემი აზრით, საუკეთესოა რონალდოა, ბრაზილიელი. თუმცა, კრიშტიანუც შესანიშნავი ფეხბურთელია“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალში“ წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

0.136482