ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ბერგამოს „ატალანტა“ იტალიის ჩემპიონი თუ გახდება, სპორტის მშვენიერი ისტორია იქნება:
„სპორტის ულამაზესი ისტორია იქნება, მაგრამ არა მოულოდნელობა, რადგან ეს იქნება ათწლიანი გეგმის ნაყოფი. „ატალანტამ“ უკვე მიაღწია დიდ შედეგებს, რამდენიმე თვის წინ ევროპა ლიგის მოგებითაც. „ნაპოლი“ – „ინტერის“ მატჩი? ვფიქრობ, ფრედ დასრულდება“, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ 26 ტურის შემდეგ სკუდეტოსთვის სამი გუნდი იბრძვის: „ინტერს“ 57, „ნაპოლის“ 56 და „ატალანტას“ 54 ქულა აქვს. ბერგამოულ კლუბს იტალიის ჩემპიონატი არასდროს მოუგია.