კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში „პარალიმნი“ საკუთარ მოედანზე „ანორთოსისს“ დაუზავდა, ზურაბ მუსელიანმა კი, გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 93-ე წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ დარჩენილ დროში „ანორთოსისმა“ გაათანაბრა - 2:2.
მუსელიანს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
„პარალიმნი“ 19 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 თებერვალს, „ააელს“ უმასპინძლებს.