ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდი „რეალი“ და მისი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
ტებასის თქმით, მსაჯებთან დაკავშირებულ თემას „რეალი“ ცრუ ამბებით აღვივებს და ფლორენტინო პერესი ხალხს ატყუებს:
„ბოლო კვირებში მსაჯებთან დაკავშირებით ბევრი საუბარი იყო. მადრიდის „რეალის“ ტელევიზიიდან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, ისინი ცრუ ამბებით ქმნიან დაპირისპირებას და ეჭვქვეშ აყენებენ მთელ საფეხბურთო სისტემას. ეს არის აგრესიული და მანიპულირებული ამბავი.
ფლორენტინოს ფეხბურთი ხალხს ატყუებს, მისი ფეხბურთი ოლიგარქიულია, რომელიც მხოლოდ მდიდრებისთვისაა. ბევრ მადრიდისტას ვიცნობ, რომლებიც „რეალს“ ამ არასწორ ნარატივში არ ეთანხმებიან. ეს არის კლუბი, რომელიც მთელი დღე ტირის, კვირის ბოლოს ტირის და მომდევნო კვირის ბოლოს იტირებს. მათი აზრით, ეს ყველაფერი შეთქმულების ბრალია“, - აღნიშნა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ძალიან უკმაყოფილოა ლა ლიგაში მსაჯობით და ბოლო დღეებში მადრიდელებმა პრეტენზიები საჯაროდ არაერთხელ გამოხატეს.