სხვა

17:45 | 24.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

6 თვის შემდეგ - გურამ ქუთათელაძე ოქტაგონში ბრუნდება

გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება, ქართველმა "ვიკინგმა" გულშემატკივარს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო.



"მოგესალმებით, ბრძოლასთან დაკავშირებით სიახლეებია. მოწინააღმდეგის სახელი და ზუსტი დრო მალე გვეცოდინება.მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის." -წერს გურამი საკუთარ ინსტაგრამზე.

ცნობისთვის გურამმა ბოლო ბრძოლა 6 თვის უკან, 3 აგვისტოს გამართა, სადაც ჯორდან ვუჩენიჩი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.გურამს კარიერაში 13 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.


0.129531