2025 წლის ევრობასკეტის ყველა მონაწილე ნაკრებების ვინაობა ცნობილია. საქართველოსთან ერთად, რომელიც ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს აღნიშნულ ტურნირზე შემდეგი ნაკრებები იასპარეზებენ:
ისრაელი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, თურქეთი, ისლანდია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, მონტენეგრო, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, საქართველო, პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი.
ევრობასკეტზე სულ 24 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავა და ტურნირი პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალიდან გაგრძელდება. ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.