ტატო გრიგალაშვილმა მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა, მან ვარშავის ღია პირველობის ფინალურ ორთაბრძოლაში, ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალამდე მისასვლელად 5 მოჭიდავე: ლევენდე კისი, სერიკბოლ იესტაი, ტაზი განამიანი, კორნელიუს ეილერტსენი და აარონ სანტამარია დაამარცხა.ტატოს გარდა აღნიშნულ ტურნირზე 13-მა ძიუდოისტმა იჭიდავა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების სამ გზის ჩემპიონია, მას ასევე ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალიც აქვს მოპოვებული.