ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა, გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა და მეტოქე მარტივად 20 ქულიანი სხვაობით 110:90 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები თანაბრად თამაშობდნენ, თუმცა გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც მასპინძლებმა 15 ქულიანი უპირატესობით 32:17 მოიგეს, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია."ორლანდოს" მხრიდან საუკეთესოები ენტონი ბლექი და ფრენც ვაგნერი გახდნენ, რომლებმაც 23-23 ქულა ჩააგდეს და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და პარკეტზე 21:43 წუთი დაყო, რა დროშიც ქართველმა 11 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგას მორიგი ორმაგი დუბლის შესასრულებლად მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.
"ორლანდოს" 29 მოგება და 30 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 26 თებერვალს "კლივლენდის" წინააღმდეგ გამართავს.