„სანტოსმა“ ბრაზილიის პაულისტას შტატის ჩემპიონატში „ინტერ დე ლიმეირა“ 3:0 დაამარცხა, ნეიმარმა კი გოლი გაიტანა.
თანაც, პირდაპირ კუთხურიდან. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. „სანტოსის“ დანარჩენი ორი ტიკინიო სოარეშის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელი პუბლიკა კუთხურის ჩაწოდებისას შეძახილებით ნეიმარს პროვოცირებას ცდილობდა, რასაც მან გოლით უპასუხა...