ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „რეალმა“ „ჟირონა“ 2:0 დაამარცხა და „ბარსელონას“ დაეწია.
პირველი ტაიმის ბოლოს ლუკა მოდრიჩმა საოცარი გოლით გახსნა ანგარიში, მატჩის მიწურულს ვინისიუსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბრაზილიელმა ლა ლიგაში 9 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა, ასე რომ, ესპანეთის ჩემპიონატში 3 თვეზე მეტხნიანი პაუზა შეწყვიტა.
ამ შეხვედრაში „რეალმა“ ერთადერთხელ დაარღვია თამაშის წესი (36-ე წუთზე ლუკას ვასკესმა) და ეს მისთვის რეკორდია. ლა ლიგის რეკორდი „სოსიედადისაა“, რომელიც 2017-2018 წლების სეზონში „მალაგასთან“ საერთოდ არ დაჯარიმებულა, მარცხის მიუხედავად.
„რეალს“ და „ბარსელონას“ 54-54 ქულა აქვს, „ატლეტიკოს“ 53, ხოლო „ბილბაოც“ ახლოსაა 48 ქულით - ლა ლიგაში ძალიან მაგარი ამბები ჯერ კიდევ წინაა.