ფეხბურთი

19:55 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. გრაცის „შტურმმა“ „ლინცი“ მე-19 ტურში 2:1 დაამარცხა და ქართველმა ანგარიში გახსნა.

კიტეიშვილმა მეტოქის კარი მე-18 წუთზე პენალტით დალაშქრა და სეზონში მერვე გოლი მიითვალა - 7-ჯერ მან ბუნდესლიგაში გაიტანა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე. ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში კიტეს ანგარიშზე 3 საგოლე პასიცაა.

„შტურმი“ 40 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს და მომდევნო ტურში 2 მარტს, „ზალცბურგს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.120654