ფეხბურთი

18:40 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ინტერთან" 1-ქულიანმა ჩამორჩენამ არ უნდა შეგვაშინოს"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „კომოსთან“ მარცხს (1:2) გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში მოკლე წერილი გამოაქვეყნა და მისი გუნდი გაამხნევა.

როგორც დე ლაურენტისი წერს, „ინტერთან“ ერთქულიანი ჩამორჩენის გამო არ უნდა შეეშინდეთ:

„ინტერთან“ 1 ქულით ჩამორჩენა არ არის ის, რამაც უნდა შეგვაშინოს. დიდი გუნდი ვართ, დიდი მწვრთნელით. ჩვენ „ნაპოლი“ ვართ, ფორცა კაპიტანო, ფორცა ბიჭებო“, - დაწერა X-ზე დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ში 8 დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო და 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, ხოლო ბოლო 4 ტურში არ მოუგია (3 ფრე, 1 წაგება). შედეგად, „ნაპოლი“ 56 ქულით მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა და 1 ქულით ჩამორჩა „ინტერს“, რომელსაც მომდევნო ტურში, პირველ მარტს, ნეაპოლში უმასპინძლებს. ასე რომ, წინ შეიძლება ითქვას, საჩემპიონო მატჩია.

0.135004