ფეხბურთი

17:59 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი, "უოტფორდმა" ზედიზედ მეორედ მოიგო (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდმა“ „ლუთონი“ 2:0 დაამარცხა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა ფეხბურთელმა 23-ე წუთზე საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და ცარიელ კარში გაატანინა ედო კაიემბეს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იქამდე, დელე-ბაშირუმ პენალტით გახსნა ანგარიში. „უოტფორდმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო.

გიორგი 92-ე წუთზე შეცვალეს, ტრავმის გამო, მას ექიმების დახმარება დასჭირდა და მოედანი კოჭლობით დატოვა, მაგრამ ჯერ დაზიანების ხარისხი უცნობია. ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.

„უოტფორდი“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ მარტს, „სტოკ სიტის“ ესტუმრება.

0.117132