ფეხბურთი

16:15 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობინ ვან პერსი "ფეიენოორდის" მწვრთნელად დაინიშნა

რობინ ვან პერსი „ფეიენოორდის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და 41 წლის სპეციალისტი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

ვან პერსიმ წარმატებული საფეხბურთო კარიერა სწორედ „ფეიენოორდში“ დაიწყო და იქვე დაასრულა, ახლა კი, უკვე მწვრთნელის რანგში იმუშავებს.

მიმდინარე სეზონში რობინი „ჰერენვენში“ მუშაობდა, მაგრამ „ფეიენოორდის“ შეთავაზების შემდეგ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.

„ფეიენოორდი“ ერედივიზიონში მხოლოდ მესამე ადგილზეა, რაც მწვრთნელის შეცვლის მიზეზი გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში „ინტერს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ 1/16-ფინალში როტერდამელებმა „მილანი“ დროებითი მწვრთნელით დაამარცხეს (ოირ მატჩის ჯამში - 2:1).

0.114835