MLS-ის ახალი სეზონი დაიწყო და სტარტზევე საგოლე პასით გამოირჩა საბა ლობჟანიძე. პირველ ტურში „ატლანტა“ იუნაიტედი“ სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, საკუთარ მოედანზე „მონრეალს“ შეხვდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 83 წუთი გაატარა. საბამ საგოლე გადაცემა ემანუელ ლატე ლათის 42-ე წუთზე გაუკეთა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში გახსნა.
უკვე 71-ე წუთისთვის 2:2 ფიქსირდებოდა, გამარჯვების მომტანი გოლი კი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ედვინ მოსკერამ მიითვალა და გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.
„ატლანტა იუნაიტედი“ მეორე ტურის შეხვედრას პირველ მარტს „შარლლოტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.