სხვა

11:29 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

6 მედალი მსოფლიო თასიდან: ქართველი პარამოფარიკავეების წარმატებული სტარტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებისთვის 2025 წლის პირველი ტურნირი წარმატებული გამოდგა. ქართველი გოგონები ბრაზილიიდან სამშობლოში ექვსი მედლით ბრუნდებიან.

სან პაულუში გამართულ მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. უმაღლესი სინჯის მედლები ხმლით ფარიკაობაში - ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მოიპოვეს. ხოლო გვანცა ზადიშვილის ანგარიშზე ვერცხლის მედალი იყო. მან ფინალი თანამემამულე თიბილაშვილთან დათმო.

რაც შეეხება რაპირით ფარიკაობას: ხეცურიანი და ზადიშვილი ვერცხლს, ხოლო ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს დასჯერდა.

0.118393