ესპანეთის ლა ლიგაში ბოლო დროს მსაჯების მუშაობით უკმაყოფილებას ბევრი გუნდი გამოხატავს და „ვალენსია“ – „ატლეტიკოს“ მატჩსაც არ ჩაუვლია საკამათო ეპიზოდის გარეშე.
მეორე ტაიმში „ატლეტიკოს“ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, „ვალენსია“ პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა მომენტს ყურადღება არ მიაქცია. მატჩის შემდეგ ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„წაგების შემდეგ არის შემთხვევები, როცა არ მინდა, საკამათო მომენტებზე ყურება. არსებობს რეგულაცია და ინტერპრეტაცია. ბურთთან ხელით შეხება არის. სიმეონემაც თქვა, რომ ეს პენალტია. ნებისმიერი შეცდომის გამოსასწორებლად VAR-ი არსებობს, ამიტომ, ჩემთვის ნაკლებად მტკვნეულია იმაზე ფიქრი, რომ ეს არ იყო პენალტი და ამიტომ არ დანიშნეს, ვიდრე იმის გაფიქრება, რომ ამ პენალტს თამაშის შეცვლა შეეძლო“, - თქვა კორბერანმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალენსია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა, ხოლო პენალტის მომენტი, რომელიც "ვალენსიას" სასარგებლოდ არ დაინიშნა, 0:2-ზე იყო.