ესპანეთის ლა ლიგაში ბოლო დროს მსაჯების მუშაობით უკმაყოფილებას ბევრი გუნდი გამოხატავს და „ვალენსია“ – „ატლეტიკოს“ მატჩსაც არ ჩაუვლია საკამათო ეპიზოდის გარეშე.
მეორე ტაიმში „ატლეტიკოს“ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, „ვალენსია“ პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა მომენტს ყურადღება არ მიაქცია. მატჩის შემდეგ „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემაც თქვა, რომ მსგავსი ეპიზოდებში დანიშნული პენალტები უნახავს...
„მაჩვენეს არდანიშნული პენალტის კადრი: გალანმა ხელით ითამა, ეს ისეთი პენალტია, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, კუკურელიაზე, რომელიც არ დაინიშნა და შემდეგ აღიარეს, რომ მსაჯები შეცდნენ. არაფერი მესმის, იმედი მაქვს, უფრო მეტი სიცხადე იქნება წესებთან დაკავშირებით. ერთ დღეს პენალტია, მეორე დღეს - არა. ვიმედოვნებ, რომ ყველა გუნდისთვის ერთნაირი წესებით იხელმძღვანელებენ“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალენსია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა, ხოლო პენალტის მომენტი, რომელიც "ვალენსიას" სასარგებლოდ არ დაინიშნა, 0:2-ზე იყო.