ფეხბურთი

1:52 | 23.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ სერია A-ში გალიდერდა

იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში მილანის „ინტერი“ „ჯენოას“ დაუპირისპირდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა დასერია A-ს ცხრილში გალიდერდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. ჰაქან ჩალჰანოღლუს გადაცემით.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ, სიმონე ინძაგის გუნდი 57 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა და ერთი ქულით უსწრებს „ნაპოლის,“ რომელიც 26-ე ტურის მატჩს 23 თებერვალს სტუმრად „კომოს“ წინააღმდეგ გამართავს.

იტალია. სერია A. 26 ტური. 22 თებერვალი: პარმა - ბოლონია 2:0, ვენეცია - ლაციო 0:0, ტორინო - მილანი 2:1, ინტერი - ჯენოა 1:0

0.117803